ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ ღაზის სექტორში უსაფრთხოებაზე კონტროლის შენარჩუნება.
ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ღაზა უნდა დარჩეს დემილიტარიზებული და ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია ამის უზრუნველყოფა, იქნება ისრაელის სამხედროები.
"[ღაზაში უსაფრთხოებაზე] პასუხისმგებლობას საერთაშორისო ძალები ვერ იკისრებენ. მე არ ვარ მზად, დავხუჭო თვალები და მივიღო რაიმე სხვა შეთანხმება", - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.