უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოელის, რომ მოკავშირეების მხრიდან მხარდაჭერა შემცირდება.
"ჩვენს პარტნიორებს ესმით, რომ ის, რაც უკრაინაში სასწორზე დევს, ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ უკრაინის მომავალი", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
"ამიტომ მე არ ველოდები [მხარდაჭერის] შენელებას ან შემცირებას. არავინ [გვაიძულებს] რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდეთ, სანამ ჩვენ თვითონ არ გადავწყვეტთ, რომ ეს წინსვლის გზაა", - დასძინა დმიტრო კულებამ.