„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. რა თქმა უნდა, ჩვენ სურვილი გვაქვს, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი”, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, -აღნიშნა სამხარაძემ.