„გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.
მისი თქმით, პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება, კიდევ მეტი გააკეთოს NATO-მ საქართველოსთვის.
„საუბარი იმ პროგრესს ეხებოდა, რაც საქართველოს აქვს. ჩვენ გვქონდა არაფორმალური, მეგობრული შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან. ელჩებს აინტერესებდათ, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ასევე მათი სამხედრო განლაგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ეკონომიკური საკითხები, მათ შორის ის, რამდენად არის საქართველო დამოკიდებული რუსეთთა. ვაჭრობაზე. ასევე ინტერესი იყო გამოთქმული ჩვენს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და სამოქმედო გეგმაზე. კერძოდ, როგორ ვხედავთ, ამ გეგმის შესრულების პროცესს. საუბარი იყო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს როლზე. ასევე საუბარი იყო NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, მათ შორის, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდნენ, თუ რა შეიძლება, კიდევ მეტი გააკეთოს NATO-მ საქართველოსთვის მანამ, სანამ ქვეყანა გახდება NATO-ს სრულფასოვანი წევრი“, - აღნიშნა სამხარაძემ.