logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი და ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ
- +

6 დეკემბერი. 2023. 10:58

 

 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, პროფესიული განათლების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში სახელობო პროფესიების პალატას ეწვივნენ.

 

საქართველოს პარლამენტის წევრები გამოცდილების გაზიარების მიზნით, პროფესიული განათლების დუალურ და სხვა საგანმანათლებლო მოდელებს გაეცნენ.

 

მათი შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესოა  პროფესიული განათლების, დასაქმებისა და კადრების პროფესიული განვითარების მოდელი, რომლის  დანერგვაც საქართველოში იგეგმება.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად მუშაობს პროფესიული განათლების შესახებ თემატურ მოკვლევაზე, კერძოდ, დაფინანსების მოდელის ანალიზისა და შრომის ბაზრის საჭიროებების იდენტიფიცირების მიმართულებით. მოკვლევის დასკვნით ეტაპზე  კომიტეტი პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner