logo_geo
eng_logo
კრწანისის გამგეობამ 2023 წელს შესრულებული პროექტების ანგარიში წარადგინა
- +

6 დეკემბერი. 2023. 11:01

 

 

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა.

 

2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს შორის აღსანიშნავია სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია, რომელიც 4 მისამართზე განხორციელდა. სპორტული მოედნები მოეწყო ან რეაბილიტირდა 3 მისამართზე. ასფალტის საფარი შეიცვალა 21 608 კვ.მ ფართობზე.

 

ასევე, მიმდინარე წელს დასრულდა სამი დიდი პროექტი - ზემო ფონიჭალის სკვერი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია მუზეუმი და თაბორის მთის ტურისტული ბილიკი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 150-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

 

„მთელი წლის განმავლობაში, ჩვენი გუნდი ცდილობდა თითოეული პრობლემა მოგვეგვარებინა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გვეზრუნა მათ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა თუ კომფორტზე. ამასთანავე, ჩვენ განვახორციელეთ ძალიან საინტერესო პროექტები. მაგალითად, ზემო ფონიჭალაში დავასრულეთ სკვერის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა დღეს მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია. დავასრულეთ ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პირველი ეტაპიც. გავხსენით იოსებ გრიშაშვილის სახელობის სრულიად განსხვავებული ღია მუზეუმი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

 

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მოსახლეობის თხოვნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, მომავალ წელსაც არაერთ საინტერესო პროექტს გპირდებით“, - განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ.

 

პრეზენტაციაზე რაიონის გამგებელმა 2024 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა.

 

ღონისძიებას დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე,  რაიონების გამგებლები ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner