logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: 24 პოლიციელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
- +

12 სექტემბერი. 2016. 11:19



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გენერალური ინსპექციის სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც პოლიციელების სხვადასხვა გადაცდომებია ასახული.



მღებრიშვილმა „იმედის დროის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მისთვის ამ სტატისტიკის გამოქვეყნება რთულია, თუმცა ეს ციფრები გადაცდომებზე სახელმწიფოს დამოკიდებულებას ასახავს.



პირველად ვამჟღავნებ ამ ციფრებს - მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მტკივა, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ საზოგადოებას ეს ინფორმაცია მივაწოდო.

 

ჩემი მინისტრობის პერიოდში, 24 პოლიციელი სისხლისსამართლებრივ პასუხიგებაშია მიცემული. საუბარია 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე პერიოდზე. ასევე, სამსახურიდან დათხოვნილია 137 პოლიციელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითებულია 12 თანამდებობის პირი, გადაყენებულია 6 პოლიციელი, სასტიკი საყვედური გამოცხადებული აქვს 604 პოლიციელს, საყვედური გამოცხადებული აქვს 420 პოლიციელს, ხოლო შენიშვნა მიიღო 731 მათგანმა.

 

ეს ის ციფრებია, რომელიც მეტყველებს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, იმ გადაცდომებზე, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



გიორგი მღებრიშვილის თქმით, გენერალური ინსპექცია მოქალაქეების არც ერთ განცხადებას რეაგირების გარეშე არ ტოვებს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner