logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
- +

6 დეკემბერი. 2023. 11:40

 

 

ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, NATO-ს შტაბ-ბინაში, დღეს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომის მიზანია დისკუსია საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის  საკითხებზე.

 

„NATO-ს შტაბ-ბინაში ვიზიტი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრა იქნება გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე მივმართავ კომისიის სხდომას. იქნება დისკუსია საქართველოს ინტეგრაციის  საკითხებზე. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მსჯელობა შეეხება რეგიონში, საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ველოდები, რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართება. კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მივიღო NATO-საქართველოს კომისიაში. 2022 წელს, იანვარში, პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჩემი პირველი ვიზიტი სწორედ ბრიუსელში, NATO-ს სათაო ოფისში განხორციელდა. ეს იყო მანამდე, სანამ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს დაიწყებოდა. წელიწად-ნახევრის შემდეგ მაშინდელ დისკუსიებს გავიხსენებთ და შესაძლებლობა გვექნება, რომ ვისაუბროთ, როგორ გაიარა საქართველომ ეს პერიოდი და როგორ შევინარჩუნეთ უსაფრთხოების გარემო იმ დონეზე, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე NATO-სთვისაც უსაფრთხო დერეფნის შენარჩუნებას ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი დერეფნის თვალსაზრისით”,  - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

დღესვე შალვა პაპუაშვილი  NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდება.

 

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი.

 

დელეგაციის ვიზიტი 7 დეკემბერს დასრულდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner