"ნაციონალურ მოძრაობა" დაშლილია, განადგურებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
„ეს უბრალო, ელემენტარული ცხოვრებისეული ჭეშმარიტებაა და გარდასახულიც არის ქართულ ანდაზაში, - "რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითა" და "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". ეს ხალხი, 10 წელიწადი, ხატავდა აპოკალიფსურ სურათებს, სცენარებს იუწყებოდა და ნამდვილი აპოკალიფსი მიიღეს საკუთარ პარტიაში", - აღნიშნა ოდიშარიამ.