„პარტნიორების მხარდაჭერით გვაქვს მწვანე შუქი, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს 15 დეკემბრისთვის“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ სტატუსთან ერთად, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა იმ გეგმაზე, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ იქნება აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. ყველაფერი ადასტურებს, რომ სწორად იმოქმედა ხელისუფლებამ, საქართველომ გაიარა მნიშვნელოვანი გზა და რეფორმები ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის და ახლა ეს ყველაფერი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს" - განაცხადა თალაკვაძემ.