logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველო დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს 15 დეკემბერს
- +

6 დეკემბერი. 2023. 12:00

 

 

“ევროპის არცერთ დედაქალაქში არ არის განსხვავებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მიღებას იმსახურებს”, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

  

"ვფიქრობ, პროცესი წარმატებით დასრულდება.

 

სპექტრი იმისა, თუ როგორ განვითარდა ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში, ნათელი და თვალშისაცემია ევროპისთვისაც. აქედან გამომდინარე, საქართველო, მიუხედავად ბევრი შიდა თუ გარე პოლიტიკური სიძნელეებისა და სპეკულაციებისა, დამსახურებულად მიიღებს კანდიდატის სტატუსს 15 დეკემბერს.

 

ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდეგ რადიკალური ოპოზიციის დიდმა უმრავლესობამ, თავისი ძველი, გახუნებული რუსული ლოზუნგი ამოიღო და დაიწყო, რომ "ამ რუსულ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ არ ვიმუშავებთ" და ა.შ.

 

მოახერხებენ თუ არა რომ ევროპისკენ მიმავალ მატარებელს საქართველოს დაეწიონ, ეს მათზეა დამოკიდებული" - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner