logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე გიორგი გახარიას: ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექება და სულ ზეპირად ვიცი, ვინ არიან ისინიო - მერედა თქვი, ოღონდაც დასაბუთებულად, სათანადოდ დოკუმენტებით განმტკიცებული!
- +

6 დეკემბერი. 2023. 13:08

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას -  "კითხვები ამიერიდან იქნება, ვის რამდენი აქვს მოპარული. გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი", სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ექსპერტის განცხადებით, ნიკა მელიას შიშის გამო თანამდებობიდან წასულმა გახარიამ უნდა დაასახელოს, ვის ჯიბეში მიდის ქვეყნის ეკონომიკა

 

"ქვეყნის ყოფილი პრემიერი გახარია რომელსაც "ქოთომისმოყვარული" მელიას შეეშინდა და ისე გავარდა ქვეყნის პირველი პირობისაგან თვალი რომ ვერ მოვკარით!

 

ახლა დრო და დრო იმუქრება მართალია ქვეყანა ეკონომიკურად წინ მიდის(რაც მართალი მართალია, ამას ვერ უარყოფს), მაგრამ ქვეყნის სიმდიდრე 20-25 პირის ჯიბეებში ილექებაო!

 

და სულ ზეპირად ვიცი, ვინ არიან ისინიო!

 

მარა...

 

კი მარა. ეს "მარა" რა არის?!

 

მერედა თქვი შე კაცო ვინ არიან!

 

რას აკეთებენ!

 

რას ემსახურებიან!

 

ოღონდაც დასაბუთებულად, სათანადოდ დოკუმენტებით განმტკიცებული!

 

და არა ისე "ვოზდუხურად", როგორც გახასიათებს!

 

განსაკუთრებით კი "ქოთომიჭამია" მელიას შიშის გამო, ოპოზიციაში გაქცევისა და ნაცმოძრაობასთან აშკარა და ღია თანამშრომლობის შემდეგ!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner