logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ“ და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?!
- +

6 დეკემბერი. 2023. 13:43

 

 

„არადა 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! ან თუ იცის, რატომ არ ასახელებს?!“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას თაობაზე.

 

ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იცის ის 25 ოჯახი ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკა. „ხალხის ძალის“ წევრი კითხვას სვამს, თუ გახარიას აქვს ეს ინფორმაცია, რატომ არ ასახელებს მათ.

 

„დარვინს რომ პოლიტიკურ ევოლუციაზე დაეწერა თეორიები, იდიოადაპტაციასა და დეგენერაციას, გახარიას მიუსადაგებდა - თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი იქცეს, ადამიანის მსგავს მაიმუნად… მეო ბატონო, სულ ზეპირად ვიცი ის 25 ოჯახი, ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკაო… არადა 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! ან თუ იცის, რატომ არ ასახელებს?! რა „ვოზდუხაც” მანამდე იყო, ისეთივე „ჩოილარი” დარჩა ოპოზიციაში!“ - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner