logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამა: ვლადიმირ პუტინი საქართველოში ჯორჯ ბუშის თვალწინ შეიჭრა!
- +

11 მარტი. 2016. 20:47


აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში ჯორჯ ბუშის თვალწინ შეიჭრა. ამის შესახებ ბარაკ ობამამ გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკისა და ვლადიმერ პუტინის ქმედებების შეფასებისას განაცხადა.


არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ეგონა, თითქოს ჯორჯ ბუში სამხედრო ძალის გამოყენაში ზედმეტად რაციონალური ან ფრთხილი იყო.  პუტინი საქართველოში ბუშის თვალწინ შევიდა მაშინ, როდესაც ჩვენ ერაყში 100 ათასი სამხედრო გვყავდა დისლოცირებული", - აღნიშნავს ბარაკ ობამა.


აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია განხორციელდა იმიტომ, რომ  ვლადიმერ პუტინის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის რუსეთის გავლენის სფეროში შენარჩუნება სურდა. ბარაკ ობამას აზრით, იგივე მიზნით რუსეთი უკრაინაშიც შეიჭრა.


"უკრაინაში პუტინის ქმედებები იყო პასუხი იმაზე, რომ ეს კლიენტური სახელმწიფო მას ხელიდან უსხლტებოდა. მან თავისი კონტროლის შესანარჩუნებლად იმპროვიზაცია განახორციელა.იგივე გააკეთა მან სირიაშიც და ამისათვის დიდი საფასურიც გადაიხადა", - განაცხადა ბარაკ ობამამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner