logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: რამდენიმე დღეში ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს გავხსნით
- +

12 სექტემბერი. 2016. 11:35



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყება რამდენიმე დღეში ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს გახსნის, რომლის მეშვეობითაც კრიმინალთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახდება.



მისი თქმით, ვიდეოკამერები ანალიტიკური პროგრამებითაა აღჭურვილი, რაც საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საკითხში.



როდესაც ადამიანის გარდაცვალებაზე, და მით უმეტეს, ძალადობრივ სიკვდილზე ვსაუბრობთ, სტატისტიკის მოშველიება უადგილოა. ეს არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. მიუხედავდ ამისა, ეს გახმაურებული მკვლელობიები, ისევე როგორც სხვა მძიმე დანაშაულები, ცხელ კვალზე იქნა გახსნილი, რაც პოლიციის მაღალპროფესიონალიზმზე მიუთითებს.


თუ მაინცდამაინც სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ეს ციფრები მე იმის თქმის საშუალებას არ მაძლევს, რომ კრიმინალი გაზრდილია. პირიქით, საგრძნობლად არის დაკლებული მძიმე დანაშაულების რაოდენობა. რა ციფრებიც არ უნდა გამოვაქვეყნოთ, ოპოზიცია ყოველთვის საპირისპიროს ამტკიცებს.

 

ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ გახმაურებული მკვლელობა დაემთხვა ერთმანეთს, რამაც შესაძლოა, მოსახლეობას კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით, არასწორი შთაბეჭდილება გაუჩინა. მე სრული პასუხისგმებლობით ვაცხადებ - მსგავსი არაფერი არ არის. დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, ხდება და მოხდება.

 

რა თქმა უნდა, გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, თუმცა გახსნა ერთია და რას ვაკეთებთ პრევენციისთვის - მეორე. რამდენიმე დღეში, ამ თვის ბოლომდე, მაღალტექნოლოგიური ვიდეომეთვალყურეობის ცენტრს ვხსნით. ამ პროექტზე, დაახლოებით 6 თვეა ვმუშაობთ, თუმცა ეს არ გაგვიჟღერებია. ეს არის ახალი სიტყვა, რევოლუციური პროექტი. პროექტი გულისხმობს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განვითარებას ქვეყნის მასშტაბით. ვიდეოკამერები ანალიტიკური პროგრამებითაა აღჭურვილი, რაც საკმაოდ ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საკითხში.

 

პროექტის პირველი ეტაპი, დაახლოებით 30 სექტემბერს დასრულდება. გეგმაში მაქვს, რომ ამ ცენტრში, პერიოდულად, სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები დავგეგმოთ, რათა საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ვერბრძვით კრიმინალს",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner