logo_geo
eng_logo
თამარ ჩიბურდანიძე: რეალობა ისაა, რომ გახარიას პარტიამ „ბიძინას პროექტის" სახელით საპარლამენტო მანდატები აიღო და დღეს, ბიძინას სახელის გარეშე ვეღარაფერს იღებენ, გაკოტრდნენ
- +

6 დეკემბერი. 2023. 14:44

 

 

„არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიის მჭიდრო პარტნიორობამ ნაცმოძრაობასთან, ყველა ეჭვი გააქრო და დარწმუნდნენ, რომ ის ბიძინას პროექტი არ იყო,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. იქვე საუბრობს იმაზე, რომ რეალობაში გახარია და მისი ურეიტინგოდ დარჩენილი პარტია სხვისი ნეგატივის ფონზე ცდილობს არჩევნებში ხმების მიღებას.

 

„გიორგი გახარიას პრემიერობის დროინდელი რეიტინგი განაპირობა იმან, რომ მას უძლიერესი გუნდი ჰყავდა „ქართული ოცნების" სახით. პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, ბევრს ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი ეგონა და ამიტომ მიიღეს ის ხმები, რითაც პარლამენტში რამდენიმე კაცის შეყვანა შეძლეს. თვით „ქართული ოცნების" არა მარტო მხარდამჭერებს, არამედ, პარტიის გარკვეულ წევრებსაც კი, ამის სჯეროდათ. არჩევნების შემდეგ, გახარიას პარტიის მჭიდრო პარტნიორობამ ნაცმოძრაობასთან, ყველა ეჭვი გააქრო და დარწმუნდნენ, რომ ის ბიძინას პროექტი არ იყო. ამის შედეგად მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და მომავალ არჩევნებში მათ აღარანაირი შანსი აღარ აქვთ. ამიტომ არის გახარია გაავებული თუ გაბოროტებული და ცდილობს, ხელისუფლების იმიჯის დაზიანებით საკუთარი რეიტინგი აიმაღლოს. თუმცა, ვერ ხვდება, რომ ამით კიდევ უფრო ინადგურებს საკუთარ სახელს. ეს თუ სიმართლეა, როდესაც პრემიერი იყო, ამ 25 კაცს ხელს რატომ აფარებდა? თუ მათთან წილებში იყო? თუ სიჩუმისთვის გადაუხადეს?... სინამდვილეში კი, ურეიტინგოდ დარჩენილი პარტია სხვისი ნეგატივის ფონზე ცდილობს არჩევნებში ხმების მიღებას. რეალობა ისაა, რომ გახარიას პარტიამ "ბიძინას პროექტის" სახელით საპარლამენტო მანდატები აიღო და დღეს, ბიძინას სახელის გარეშე ვეღარაფერს იღებენ, გაკოტრდნენ", - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner