logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: არ ისვენებს „ჭორ-ომბუდსმენი“ გახარია და კვლავ იმუქრება 20-25 ოჯახის დასახელებით, რომლებიც საკუთარი გამდიდრებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს აფერხებენ თურმე
- +

6 დეკემბერი. 2023. 15:37

 

 

„ვისაც „არ ევასები“, გვაქვს უფლება, დღესაც გამოგიტანოთ განაჩენი, როგორც ერთ დროს „პრინციპულ" და „უშიშარ“ ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც თურმე სცოდნია საკუთარ ქვეყანაში 20-25 სამარცხვინო ოჯახის არსებობა, მაგრამ არც ორი წლის წინ გქონდა გამბედაობა ან სურვილი მათი დასჯის, და არც დღეს - მათი დასახელებისა“, - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას მისი იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც გახარია იმუქრება, რომ დაასახელებს იმ 20-25 ოჯახს, რომლის ჯიბეშიც, მისი თქმით, მიდის საქართველოს ეკონომიკა.

 

ქართველიშვილი აცხადებს, რომ გახარიას არც ქვეყნის უმაღლეს თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში ეყო ამის გამბედაობა (თუკი ასეთი რამ მართლა ხდება) და არც ახლა აქვს ამის სურვილი.

 

„არ ისვენებს „ჭორ-ომბუდსმენი" გახარია და კვლავ იმუქრება საქართველოში 20-25 ოჯახის დასახელებით, რომლებიც საკუთარი გამდიდრებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპებს აფერხებენ თურმე.

 

არადა, აქეთ ვუბიძგებთ მეორე დღეა - გეყოს გამბედაობა! მინისტრი იყავი, მთავარი პოლიციელი, პრემიერი - „დავაი“, დაიწყე, დაასახელე. არ გინდა ჩვენს ნერვულ სისტემაზე ზრუნვა - გავუძლებთ! ასეთ არაერთ ჭორიკანას გავუძელით. ერთიც იყო, „შავNOდარას“ ინფორმატორი, ყოველ შაბათს გვემუქრებოდა, არ ამალაპარაკოთო! ე, ბიჯო, მიდი, თქვი-თქვა, ვაგულიანებდით. მერე ეწყინა რაღაც, ციხეში ჩაჯდა და დადუმდა. მესმის, რომ „ჩცდ“-ს ეპოქაში ცხოვრობს ქვეყანა, მაგრამ „ჭორლანდიად“ ჯერ ბოლომდე მაინც არ გადაქცეულა.

 

გვესმის, რომ შენს „მდედრიონს“ მოსწონს ასეთი „მამაცური გამბედაობა“, მაგრამ ჩვენც, ვისაც „არ ევასები“, გვაქვს უფლება, დღესაც გამოგიტანოთ განაჩენი, როგორც ერთ დროს „პრინციპულ“ და „უშიშარ“ ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც თურმე სცოდნია საკუთარ ქვეყანაში 20-25 სამარცხვინო ოჯახის არსებობა, მაგრამ არც ორი წლის წინ გქონდა გამბედაობა ან სურვილი მათი დასჯის, და არც დღეს - მათი დასახელებისა და მხილების. გელოდებით! ოღონდ კაცურად - ფაქტებით!“ - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner