„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, გურჯაანის ღვინის ფესტივალის ორგანიზებით, უკვე მეორედ, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი „IWSC Wine Judging in Georgia“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა 170-ზე მეტი კომპანიის 520-მა ღვინომ მიიღო საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
შედეგად, კონკურსის ფარგლებში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები გამოვლინდა. ოქროს მედალი მხოლოდ ქართული წარმოების ღვინოებმა მიიღეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, 18 ოქროს და 71 ვერცხლის მედალი ქართულმა კომპანიებმა დაიმსახურეს. ვერცხლის მედალი მიიღო სომხეთში დამზადებულმა ღვინომაც.
ოქროს მედლის მფლობელებს შორის არიან კომპანიები: კარდანახი 1888, კახეთი კომპანი, საოჯახო მეღვინეობა მილდიანი, ასკანელი, ბადაგონი, ექიმის ბიო-მარანი, ქართველი, ლიონიძის ზვარი, ალაზანი, ბრიცა, საწნახელი, უფლისციხის მამული, ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო და ვაზისუბნის მამული.
გამარჯვებულის გამოსავლენად მონაწილეებს ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული ექსპერტები აფასებდნენ. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი „Cata d'Or“-ის პრეზიდენტი და „United Cellars“-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი; ასევე:
ამასთან, მონაწილეებს IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯებიც აფასებდნენ, მათ შორის იყვნენ: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე, ჯაბა ძიმისტარიშვილი და ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.
„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერას და განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ გრძელვადიან პერიოდში არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრება. ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც საერთაშორისო ექსპერტების მიერ მონიჭებული ჯილდოების რაოდენობაც მოწმობს. გვახარებს ის ფაქტიც, რომ კონკურსისადმი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება და ჩვენც გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აღნიშნული კონკურსის წარმატებით განხორციელებაში“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის „IWSC 2024 Wine Judging in Georgia“-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.