logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, NATO-მაც გადაიღოს ევროკავშირის მიდგომები და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები, ასევე ჩანდეს, რომ პროგრესი როდესაც იქნება, ამას გადაწყვეტილებები მოჰყვება
- +

6 დეკემბერი. 2023. 16:14

 

 

„NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, NATO-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელში განაცხადა.

 

NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე საუბარი მქონდა,  თუ როგორ ახერხებს საქართველო, უსაფრთხოების ძალიან რთულ გარემოში შეინარჩუნოს უსაფრთხო გარემო და ამავე დროს მონაწილე იყოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის სახით. საუბარი მქონდა იმაზე, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროგრესის კვალდაკვალ მნიშვნელოვანია, NATO-მაც გაიზიაროს ის მიდგომები, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროკავშირს აქვს, როცა ჩვენთვის მოცემულია მკაფიო მოლოდინები რეკომენდაციების სახით, რასაც შემდეგ მოჰყვება შესაბამისი გადაწყვეტილებები, როცა ჩვენ ამა თუ იმ რეკომენდაციაში პროგრესს ვაღწევთ. მნიშვნელოვანია, NATO-მაც ეს მიდგომები გადაიღოს და გვითხრას ზუსტი კრიტერიუმები და მოლოდინები. ასევე ჩანდეს, რომ როცა იქნება პროგრესი ამ საკითხებზე, ამას NATO-ს მხრიდან გადაწყვეტილებები მოჰყვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner