logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: საკმარისი რესურსი გაგვაჩნია, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ
- +

12 სექტემბერი. 2016. 11:36



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის დროის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გამოსცა ბრძანება, რომელიც ერთგვარი ინსტრუქციაა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ პოლიციელებმა არჩევნების პერიოდში.

მისი თქმით, ეს ბრძანება კონკრეტულად განსაზღვრავს პოლიციელების ფუნქციებს არჩევნების პერიოდში.



დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცემა. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ რაიმე სახის შეხლა-შემოხლას ჰქონდეს ადგილი. ამის მწარე გაკვეთილები უკვე გვაქვს და მაქსიმალურად მობილიზებულები ვართ.

 

ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი ძალა და რესურსი იმისთვის, რომ ეს არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩავატაროთ. უწყებათაშორის კომისიაზე ოპოზიციურ პარტიებს ისიც კი შევთავაზეთ, მოგვაწოდონ მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკი, რათა ჩვენ ვიდგეთ შორიახლოს და არ დავუშვათ არანაირი სახის პროვოცირება ნებისმიერი პარტიის თუ კერძო ინდივიდების მხრიდან", - განაცხადა მინისტრმა.



გიორგი მღებრიშვილი არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ კორცხელის ინციდენტის დროს პოლიცია უმოქმედო იყო.



ადგილზე რომ არ ყოფილიყო პოლიცია, უფრო ცუდ სურათს მივიღებდით. ესეც რომ არ მოხდეს და თავიდან იყოს აცილებული მსგავსი ფაქტები, ჩვენ მაქსიმალურად მოწოდებულები ვართ იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ჩვენს ოპონენტებს ისღა დარჩენიათ, რომ პროვოკაციები მოაწყონ. თავიდანვე შეგუებულები არიან იმას, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ. ამ მეთოდებით თუ შეძლებენ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, რასაც მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner