logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს, როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონი
- +

6 დეკემბერი. 2023. 20:22

"საქართველოს ადგილი ნატოში და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს, როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონი," - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

 

 

ძალიან პირდაპირები, პრინციპულები და მომთხოვნები ვიყავით და ვთქვით, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება აუცილებელია და არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების გაჯანჯლება ან გადადება. საქართველო ერთგულია იმ ღირებულებების, რისი ერთგულიც არიან ნატო და მისი მოკავშირეები. საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად ვართ ალიანსში წევრობისთვის და წევრობამდეც შეგვაქვს ფასდაუდებელი წვლილი ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც ნატოელმა​ პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს.

 

 

რა თქმა უნდა, არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით ამ გადაწყვეტილების სისრულეში სწრაფად მოყვანაა საჭირო. ორმაგად საამაყო იყო, როცა ოვალურ მაგიდასთან, სადაც ალიანსის წევრი სახელმწიფოები სხედან და ევროატლანტიკური სივრცისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს იღებენ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს. ნატოელებსა და საქართველოს შორის საუბარი არ იყო აღქმული როგორც ნატოს და პარტნიორის საუბარი, ეს ტოვებდა ნატოს შიდა საუბრის შთაბეჭდილებას“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner