"დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს უსმენდნენ როგორც თანასწორ სუბიექტს და ალიანსის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერს, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ განაცხადა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
ირაკლი ბერაიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ნატოში და საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი.
„ნატოელმა პარტნიორებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი რეფორმების თვალსაზრისით და საქართველო კიდევ ერთხელ მოიხსენიეს, როგორც რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით ჩემპიონია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.