logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ხაბეიშვილი არ არის ის, ვისაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად, ამასთანავე ყველას სიმპათიას იმსახურებდეს, როგორც ეს ჰქონდათ ბელადომანიის პერიოდში, როცა სააკაშვილი მართავდა
- +

6 დეკემბერი. 2023. 20:34

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ არასდროს იყო სიახლე მოსყიდვა, ზეწოლა, შანტაჟი და ასე შემდეგ. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ მაშინ მართვის ორგანოებს ფლობდნენ და განაგებდნენ სიტუაციას, შექმნეს სისტემური დანაშაულებრივი სინდიკატი, რომელიც პოლიტიკური პარტიის სახელით იყო ცნობილი," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად.

 

 

„თავად ლევან ხაბეიშვილიც არ არის ის პიროვნება, რომელსაც შეუძლია, მართოს ერთპიროვნულად და ამასთანავე ყველას სიმპათიას იმსახურებდეს, როგორც ეს ვთქვათ ბელადომანიის პერიოდში ჰქონდათ, როცა სააკაშვილი მართავდა. ბელადომანია არსებობს ამ პარტიაში და უნდათ ბელადი, რომელიც არის ლიდერი, არ უნდათ ლიდერი, რომელიც არის მხოლოდ რაღაც სათამაშო, მარიონეტი ადამიანების ხელში, ვინც ფინანსურ რესურსებს ფლობს. ეს არის რეალური სიტუაცია, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner