სოზარ სუბარი: საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის სერიოზულ ზეწოლას მოქმედი თავმჯდომარისგან
-
+
12 სექტემბერი. 2016. 11:55
დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო განიცდის სერიოზულ ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარისგან, რომელიც იყო და არის პოლიტიკური ფიგურა.
მისი თქმით, პაპუაშვილმა, თავის დროზე, როდესაც იყო იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე, მოახდინა კონსტიტუციის ცვლილება და მოარგო ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს.
„დღეს პაპუაშვილი ცდილობს, პოლიტიკური ვითარება და საკონსტიტუციო სასამართლო მოარგოს მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში არიან საღი აზრის, საღი გონების ადამიანები, რომელთა დამსახურებითაც, შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.