"უკრაინას არ სურს, მხოლოდ პარტნიორებზე იყოს დამოკიდებული, უკრაინა მიისწრაფვის და შეუძლია გახდეს უსაფრთხოების დონორი," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"უკრაინას არ სურს, მხოლოდ პარტნიორებზე იყოს დამოკიდებული. უკრაინა მიისწრაფვის და შეუძლია გახდეს უსაფრთხოების დონორი ყველა ჩვენი მეზობლისთვის, მას შემდეგ რაც ის საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის აბსოლუტურად განხორციელებადი და რეალური.
მე ვიწვევ ყველა ამერიკულ თავდაცვის კომპანიას უკრაინასთან სამუშაოდ. ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ თავისუფლების ახალი და ძლიერი არსენალი, რომელიც საიმედო მხარდაჭერას გაუწევს მსოფლიოს ყველა თავისუფალ ქვეყანას.
ერთად, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ბევრად მეტს, ვიდრე ნებისმიერ ჩვენგანს შეეძლო მარტო. ასე რომ, მოდით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა. თავისუფლების უფრო დიდი ძალისთვის", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.