logo_geo
eng_logo
ალექსანდრე იაშვილი: საქართველოს ნაკრებში ზივზივაძე თავის საქმეს ყოველთვის იდეალურად ასრულებს
- +

7 დეკემბერი. 2023. 12:32

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი ყოფილი კლუბის, „კარლსრუესა“ და როსტოკის „ჰანზას“ შეხვედრას დაესწრო. მასპინძელი კლუბის პრესსამსახურმა შეხვედრის შემდეგ მას ინტერვიუ ჩამოართვა.

 

„კარლსრუეს“ ყოფილმა კაპიტანმა გუნდის ქართველი თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაზის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ის საქართველოს ნაკრებში საქმეს ყოველთვის კარგად ასრულებს.

 

„სტადიონზე გულშემატკივრის თბილმა დახვედრამ ძალიან გამახარა. „კარლსრუე“ ჩემი მეორე სახლია, სადაც მე და ჩემი ოჯახი თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდით. დრო თუ მაქვს, აქ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ. მიყვარს ეს გუნდი და მისი გულშემატკივარი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. აქ დაბრუნებით ყოველთვის ბედნიერი ვარ.

 

„კარლსრუეს“ ახალი არენა საოცარია. ამ ემოციას ისიც დაემატა, რომ „ნიურნბერგთან“ ახალ გაზონზე ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა. საერთოდ, საქართველოს ნაკრებში ბუდუ ზივზივაძე თავის საქმეს ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებს.

 

მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გოლი აქვს გატანილი. გასახარია ისიც, რომ დღეს შეძლო და ორი გოლი გაიტანა. გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

 

მარტში საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაშები ელის, რომლებისთვისაც უკვე ვემზადებით.

 

ძალიან გვინდა, ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ოცნებაა. 21 მარტს გვაქვს ლუქსემბურგთან ნახევარფინალი. იმედია, გავიმარჯვებთ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner