logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილია, რომ უნგრეთი იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე
- +

7 დეკემბერი. 2023. 13:56

 

 

უნგრეთის პარლამენტის მხრიდან პირველი გზავნილი არის ის, რომ უნგრეთი რჩება და იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„ვისაუბრეთ პარლამენტებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზეც, რაც მნიშვნელოვანი იქნება ევროინტეგრაციის პროცესისთვის და ასევე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო მტკიცედ იყოს ეკონომიკურად დაკავშირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. დამატებით, ვისაუბრეთ იმ პროექტების განხორციელებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მისი ფუნქციისთვის და უნგრეთისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უნგრელ კოლეგებთან. ის მხარდაჭერა, რომელიც აქ გამოითქმის საქართველოსთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სტრატეგიული მიზნის მიღწევაში, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner