“ჩვენთვის აზერბაიჯანთან მეგობრობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ძალიან კარგია, როდესაც ჩვენს ევროინტეგრაციას ასეთი კუთხით უყურებს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს პრეზიდენტი ალიევი. ჩვენი წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვისაც, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა და განცხადება, რომელიც გააკეთა ალიევმა, არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კობახიძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა ADA-ს უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში.