“იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვა იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლუტურად ხელოვნური პრობლემა”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში არის სამი-ოთხი პრიცენტი.
„რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან პარტიების დაფინანსების აკრძალვას, ჩვენ არავითარი პოლიტიკური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვქონდა. იურიდიული პირების წილი პარტიების დაფინანსებაში რეალურად დღესაც არის სადღაც სამი-ოთხი პრიცენტი. ეს არ არის პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი, თუმცა ოპოზიცია აქაც ახერხებს სპეკულირებას. ეს იყო ვენეციის კომისიის მოთხოვნა, რომელსაც უბრალოდ ვასრულებთ. შესაბამისად ამ საკითხის გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა არის აბსოლიტურად ხელოვნური პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტიების დაფინანსების ცვლილებაზე კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.