გიორგი გაფრინდაშვილმა, რომლის კანდიდატურა სასწავლებლის კანცლერის პოსტზე მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი გახდა, უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრონტ ნიუსი" ავრცელებს.
სტუდენტებს კი, რომლებმაც მთელი ღამე სასწავლებელში გაათენეს, დღეს სოლიდარობა ილიას უნივერსიტეტმაც გამოუცხადა და აქციას შეუერთდა.
სტუდენტების ასევე გამოუცხადა სოლიდარობა საქართველოს განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა. ისინი სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდნენ და ადგილზე მიიტანეს პლაკატები წარწერით „ნუ გაი-სუს-ები".