logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: 2024 წლის არჩევნებისთვის შეიძლება, არავინ დარჩეს ამ პარტიაში
- +

7 დეკემბერი. 2023. 15:07

 

 

„ყოველდღიურად იმ რაოდენობის წევრები ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ასე თუ გაგრძელდა, 2024 წლის არჩევნებისთვის შეიძლება, არავინ დარჩეს ამ პარტიაში“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

 

„პარტია განიცდის უმძიმეს კრიზისს, რომელიც ამ პარტიის, როგორც აქტიური პოლიტიკური ერთეულის გაქრობით დასრულდება. ეს არის უეჭველი და გარდაუვალი პროცესი. ეს პარტია დაიშლება რამდენიმე შემადგენელ ნაწილად, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, დაუდგეს რეალობა, რომ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს საარჩევნოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი წლების განმავლობაში დაგროვილი დესტრუქცია, რომელიც ქვეყნის მიმართ სურდათ, ასე მოუბრუნდათ. ყველამ თავისი როლი შეასრულა დესტრუქციული პარტიის დაშლაში, სააკაშვილიდან დაწყებული, ხაბეიშვილით დასრულებული. კეზერაშვილებმა და მერაბიშვილებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს. კოკასა შიგან რაცა დევს, იგივე გადმოდინდების. შეუძლებელია, ამ მრუდე და შავ სიტუაციაში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიაა, რაიმე კარგი და პოზიტიური გამოვიდეს. ამიტომ ეს იყო ის გარდაუვალი პროცესი, რომელიც დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად დაიწყებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარი ქმედებით, ქცევით პროცესს აჩქარებენ და ამაში ცუდი არაფერია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner