ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, „დროას“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერების, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმის, mona.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მეტრეველის თქმით, თუ ხოშტარიას სურს, აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ოდნავ მაინც იყოს ობიექტური, მასში მისი მამა - გოგი ხოშტარიაც უნდა ჩაწეროს.
„ელენე ხოშტარიას თუ სურს, Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.