logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა
- +

7 დეკემბერი. 2023. 19:28

 

 

ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.

 

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში ისარელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა რაბინებთან და საქართველოს ებრაული თემის წევრებთან ერთად დღესასწაულის პირველი სანთელი აანთეს.

 

„კიდევ ერთხელ ვისურვებთ სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის სიბნელეზე გამარჯვებას.“ ყველანი ვლოცულობთ და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ ჩვენი მძევლები ტერორისტების ხელიდან. დარწმუნებული ვართ, რომ სინათლე კიდევ ერთხელ დაამარცხებს სიბნელეს“, - განაცხადა ელჩმა და მადლობა გადაუხადა მთავრობასა და ხალხს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისათვის .

 

ელჩმა მეიცადმა ხანუკას პირველი სანთელი მიუძღვნა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ ღაზაში გატაცებული ბიბასების ოჯახის, იარდენის, შირის, არიელისა და კფირის უსაფრთხო დაბრუნებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner