logo_geo
eng_logo
სი ძინპინი: ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში
- +

7 დეკემბერი. 2023. 20:18

 

 

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროპამ არ უნდა განიხილონ ერთმანეთი, როგორც მეტოქეები და არ უნდა ჩაერთონ კონფრონტაციაში განსხვავებული პოლიტიკური სისტემების გამო.

 

შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან პეკინში გამართულ შეხვედრაზე სი ძინპინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, რომ ევროკავშირი გახდეს მთავარი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორი.

 

ჩინეთის ლიდერმა ევროკავშირს მოუწოდა, აღმოფხვრას ორმხრივ ურთიერთობებში ყოველგვარი ჩარევა.

 

სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე მხარეს ერთმანეთის სწორად აღქმა და ურთიერთგაგებისა და ნდობის წახალისება სჭირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner