თბილისის მერი კახა კალაძე ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.
„დღეს ხანუქას პირველი სანთელი აინთო.
მინდა, ეს დღესასწაული მივულოცო, არა მხოლოდ ქართველ ებრაელებს, არამედ ისრაელის ყველა მოქალაქეს.
ხანუქა განახლების, წყვდიადზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულია და მეც სწორედ ამას გისურვებთ - გამარჯვებას და განვითარებას!
მშვიდობა ისრაელს, მშვიდობა საქართველოს!“, - წერს კახა კალაძე.
ებრაელები მთელი მსოფლიოს გარშემო დღეს ხანუქას პირველ სანთელს ანთებენ. ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, წლევანდელი ხანუქა ღაზაში ისრაელის მიერ „ჰამასთან“ ბრძოლის გაგრძელების პირობებში დაიწყო.