“შარშან უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა. მაშინ განცალკევებულად განიხილებოდა ეს საკითხი და რა თქმა უნდა, წელსაც სამივე ქვეყნის საკითხი განცალკევებულად განიხილება”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს.
„არ არსებობს კავშირი უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის. ბუნებრივია, თითოეული ქვეყნის საკითხი საბოლოო ჯამში მაინც ცალ-ცალკე განიხილება. შარშან უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, თუმცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა. მაშინ განცალკევებულად განიხილებოდა ეს საკითხი და რა თქმა უნდა, წელსაც სამივე ქვეყნის საკითხი განცალკევებულად განიხილება და ასეც უნდა განიხილებოდეს. აქედან გამომდინარე, უკრაინის საკითხის დაკავშირება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, ვფიქრობ, სპეკულაციურია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.