logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება
- +

7 დეკემბერი. 2023. 21:30

 

 

საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 15 დეკემბრამდე იქნება მიღწეული კონსენსუსი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საერთო პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით უნდა გაჟღერდეს. საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უნგრეთის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ვინაიდან უნგრეთისთვის საქართველომ რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მნიშვნელოვანი საკითხია. სპეკულაციები ნამდვილად არ არის სწორი ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ელის უკრაინაც, თუმცა კიევთან მიმართებით ბუდაპეშტის პოზიცია საქართველოსაგან რადიკალურად განსხვავებულია, ორბანის მთავრობა უკრაინასთან ევროკავშირის მოლაპარაკებების გახნას არ ემხრობა. ეს პოზიცია კი ქართულმა ოპოზიციამ ჩვენთვის საფრთხედ წარმოაჩინა. ოპოზიციის პესიმიზმს „ქართული ოცნება“ არგუმენტებს უპირისპირებს, მათ შორის ბუდაპეშტში პირისპირ შეხვედრებისას დადასტურებულ მხარდაჭერას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner