დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან ფული უკრაინის აღდგენაზე უნდა იყოს მიმართული.
"იმის ნაცვლად, რომ ეს ფული უბრალოდ გავყინოთ, ავიღოთ ეს ფული, დავხარჯოთ უკრაინის აღდგენაზე და ეს, თუ გნებავთ, არის რეპარაციების წინასწარ გადახდა, რომელიც ერთ დღეს რუსეთს მოუწევს გადაიხადოს უკანონო შემოჭრისთვის, რომელიც მან განახორციელა", - აღნიშნა დევიდ კემერონმა.