სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი იზიარებენ მოსაზრებას, რომ რეგიონში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის მიღწევის ისტორიული შანსი არსებობს.
"მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურთიერთობების ნორმალიზებისა და სამშვიდობო ხელშეკრულების მიღწევის განზრახვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ მიღწეულია შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადადგმის შესახებ.
კერძოდ, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი 32 სომეხ, სომხეთი კი ორ აზერბაიჯანელ სამხედროს გაათავისუფლებს.
"როგორც კეთილგანწყობის ჟესტი, სომხეთი გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ განცხადებაზე გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის 29-ე სესიის მასპინძლობის შესახებ და ხსნის თავის კანდიდატურას", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აზერბაიჯანი გამოხატავს მხარდაჭერას სომხეთის კანდიდატურის აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის COP-ის ბიუროს წევრობისთვის.