„ოპოზიციის დამოკიდებულებაა, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ, არცერთი არჩევნები არ ვარგა. არ გვინდა ოპოზიციაში ყოფნა. ეს არის ნონსენსი, დემოკრატიასთან შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ცალი ხელით წინასწარ იმართლებს თავს წაგებაზე და მეორე ხელით ამზადებს მეორე დღის სცენარს.
„დემოკრატიაში ოპოზიცია რომ ხარ და პარლამენტში მოხვდები, კი არის არჩევნებში მარცხი, მაგრამ დემოკრატიაში ესეც მნიშვნელოვანია. ამ ოპოზიციის დამოკიდებულებაა, სანამ ჩვენ არ მოვიგებთ, არც ერთი არჩევნები არ ვარგა. არ გვინდა ოპოზიციაში ყოფნა. ეს არ ის ნონსენსი, დემოკრატიასთან შეუთავსებელია, როდესაც ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია. ასეთი რამ არ გაგონილა არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში. ცალი ხელით წინასწარ იმართლებენ თავს წაგებაზე და მეორე ხელით ამზადებენ მეორე დღის სცენარს. რამდენიმე მეორე დღეა აქვთ უკვე მათ ბიოგრაფიაში. ერთი მეორე დღეა, გამოვარდებიან ქუჩაში, რაღაც ემოციურ ფონს შექმნიან, ხალხზე ზეგავლენას მოახდენენ, დააყენებენ მოქალაქეებს ქუჩაში და მერე თვითონ წავლენ და ხალხს დატოვებენ ქუჩაში, როდესაც აცივდება და შუაღამე მოვა. ისეთი მეორე დღეც გვახსოვს მიტინგიდან რომ გაყარეს ეს ლიდერები, მიკროფონები რომ ჩამოართვეს და გაყარეს მიტინგიდან. გვახსოვს ასევე ბოიკოტის მეორე დღე, რვა თვე რომ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანას, ხალხს ფუნქციური ხელისუფლება სჭირდებოდა, მოქმედი და მუშა პარლამენტი. ეს ხალხი რვა თვე არ იყო პარლამენტში, სანამ ევროპელებმა არ უთხრეს, სამშობლო ხომ გაქვთო?! ბოლოს აღიარეს, რომ სამშობლო აქვთ და თურმე პარლამენტში უნდა შემოვიდნენ. ასეთი მეორე დღის გამოცდილება აქვს ამ ხალხს და სინამდვილეში მეორე დღე იცით, როგორი უნდა იყოს? მეორე დღე უნდა იყოს არჩევნების შედეგების პატივისცემა და გადასვლა სამომავლო გეგმებზე. უნდა დაასვენოს ეს ქვეყანა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.