logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს
- +

8 დეკემბერი. 2023. 00:16

 

 

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ გითხრათ ახლა, ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმას მიიღებს-თქო, არ ვიქნები მართალი - არჩევნებისთვის რაღაც ფორმას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედის LIVE“ განაცხადა.

 

მან ისაუბრა, თუ ვინ შეიძლება, საარჩევნოდ იყოს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და იქნება თუ არა ეს ექსპრეზიდენტი სააკაშვილი.

 

მისივე თქმით, სააკაშვილის თამაში არის ის, რომ ყველას დაუმტკიცოს, პარტიაში არავინაა მის გარდა ლიდერი.

 

„მე ასე ვხედავ - სააკაშვილი ცდილობს მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს ლეგენდა, რომ ის არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. მანიფესტი კი გამოაქვეყნა, მაგრამ ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო და სინამდვილეში დაშლის მანიფესტი გამოვიდა.

 

დანარჩენები ფიქრობენ, რომ იგი არ არის ლიდერი, ვერ გაუძლო პატიმრობას, არათანმიმდევრულია განცხადებებში. ხან დავრდომილად წარმოაჩენდა თავს, შემდეგ თქვა, რომ ვინ გაბედა, ჩემი დავრომილად წარმოჩენაო. არადა, ფულს იხდიდა ამაში მისი ოჯახი. მისი თანაგუნდელები კი ბევრად მეტი ხანი იჯდნენ საპატიმროში და მათ ბევრად ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, ამ ადამიანმა დაკარგა ლიდერის პოზიცია. ეს ხომ დაინახეს დანარჩენმა ჯგუფებმა, დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის გადანაწილება - ეს არის „შავი ფული“, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც ჰყავდა შეყვანილი პოლიტსაბჭოში, დააპატარავეს პოლიტსაბჭო. მოკლედ, რომ გითხრათ, ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება, არ იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა „ნაცმოძრაობიდან“ წასულ ნიკა მელიაზეც.

 

„ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია. ეს კარგია პოლიტიკისა და იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს!“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრობა“ დატოვა. „მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში, - განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner