მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში გზასთან ერთად მოეწყობა კომუნიკაციები, გამწვანება, თანამედროვე განათება და ტროტუარები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 7 598 997 ლარს შეადგენს 2024 წლის მაისის თვეში დასრულდება.
გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„ვასრულებთ დაპირებას და ქალაქის ერთ-ერთი მაგისტრალის - კოსტავას ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1.5 კილომეტრია - კომუნიკაციები, გამწვანება, თანამედროვე განათება და ტროტუარები მოეწყობა. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.