logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემ და პოლიტიკოსმაც, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს და ხელი არ შეუშალოს ხელისუფლებას
- +

8 დეკემბერი. 2023. 01:09

 

 

ჩვენი ეს მიზანი, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი და ზოგადად, დასავლური სამყაროს წევრი, საქართველოს საუკუნეებია გაცხადებული აქვს, - ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილის შვილმა, ირინა ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩვენი ხალხი ხელისუფლებასთან ერთად, 2012 წლიდან მუშაობს ამისთვის - უცებ არ მიგვიღია სტატუსი. ეს საკმაოდ მრავალი წლის შრომის შედეგია. მრავალი წელი ჩვენი ხელისუფლება ხალხთან ერთად ცდილობდა, მორგებოდა ევროკავშირის იმ გარემოს, იმ სამართლებრივ ნორმებს, რომ აქამდე მოვსულიყავით. მნიშვნელოვანია, ყველა მოქალაქემ და პოლიტიკოსმაც, თავისი პოლიტიკური გემოვნება გვერდზე გადადოს და ხელი არ შეუშალოს ხელისუფლებას, რომელიც ერთადერთია, რომელსაც შეუძლია, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანს და ამ დიდ მიზნამდე ერთად მივიდეთ“, - აღნიშნა ირინა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner