logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს და მადლობა მათ ამისთვის
- +

8 დეკემბერი. 2023. 01:14

 

 

ის, რომ გვინდა დემოკრატიული სამყაროს ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიკავოთ, ეს 1989 წლის 9 აპრილს, ჩვენი სისხლით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ განუცხადა მთელ მსოფლიოს - ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, დემოკრატიული სახელმწიფოს შვილები, - ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილის შვილმა, ირინა ბათიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ხალხის ნებას გამოავლენს ხელისუფლება, მით უმეტეს, საგარეო ურთიერთობებში. ამიტომ მათ უნდა მისცენ იმის საშუალება, რომ ღირსეულად შევიდეთ ევროკავშირში. ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - ხელისუფლებამ საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ დავახლოებოდით ევროკავშირის იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხალხმა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს და მადლობა მათ ამისთვის“, - აღნიშნა ირინა ბათიაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner