logo_geo
eng_logo
ვიქტორ ორბანი: ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ დეკემბრის სამიტზე თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისგან
- +

8 დეკემბერი. 2023. 01:35

 

 

“ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ჩემი გზავნილი იყო, რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან დეკემბრის სამიტზე”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„დღეს გულწრფელი სატელეფონო საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან. ჩემი გზავნილი ნათელი იყო: ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან დეკემბრის სამიტზე, რადგან არ არსებობს ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხში”,- წერს ორბანი „ტვიტერზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner