logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ის უსამართლობა, რაც გასულ წელს მოხდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს
- +

8 დეკემბერი. 2023. 09:46

 

 

ის უსამართლობა, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს - ამ პოზიციით წარდგება უნგრეთი მომავალ კვირაში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

„რა სახის დახმარებაც დასჭირდება საქართველოს, იქნება ეს პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის საბჭოს შიგნით, თუ სხვა ტექნიკური სახის დახმარება, სრული მზადყოფნა ფიქსირდება უნგრეთის როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რომ საქართველომ მაქსიმალურად წაიწიოს წინ და ის უსამართლობა, რასაც ადგილი ჰქონდა გასულ წელს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რაც შეიძლება სწრაფად გამოსწორდეს და ამას არ შეექმნას არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება. ეს არის უნგრეთის პოზიცია, ამ პოზიციით წარდგება უნგრეთი მომავალ კვირაში ევროკავშირის საბჭოს შეხვედრაზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

პარლამენტის დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner