“ეს არის მხოლოდ იმის ჩვენება, რომ ამ ადამიანებს მიზნად გაუხდიათ იმაზე ფიქრი, ვინ უფრო მეტ ამომრჩეველს წაიყვანს, რომ მოხვდნენ პარლამენტში”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„თუმცა, მე მგონია, რომ არცერთ მათგანს აღარ ექნება პარლამენტში მოხვედრის შანსი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
საკუთარ პარტიასთან 9-თვიანი დაპირისპირების შემდეგ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და საკუთარ პარტიას აფუძნებს.