logo_geo
eng_logo
უნგრეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია
- +

8 დეკემბერი. 2023. 10:41

 

 

უნგრეთში ვიზიტით მყოფი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად დღის ბოლოს ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ჟოლტ შემიენიმ ოფიციალურ სამუშაო ვახშამზე მიიწვია.

 

ხანგრძლივი აუდიენციის დროს მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები.

 

ვიცე-პრემიერმა შემიენიმ, როგორც უნგრეთის სხვა არაერთმა ოფიციალურმა პირმა, მკაფიოდ დააფიქსირა, რომ მისი ქვეყანა და ხელისუფლება უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროკომისიის რეკომენდაციის ოფიციალურად გაფორმებას.

 

ირაკლი კობახიძემ ჟოლტ შემეინს გულწრფელი მადლობა გადაუხადა საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner