„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.
ქართველიშვილის თქმით, მელიას განცხადება, რომ ის მიდის მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში, „სასწაული“ განაცხადია.
„მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
სასწაული განაცხადია. პირიქით რომ ხდება ხოლმე, ჰოლივუდიდან ვიცოდი: "უკან მომავალში" თუ "წინ წარსულში". მელიას ფორმულას თუ დაეჯერება, პრინციპში მეც ანალოგიური გეგმები მაქვს, ხვალ დღევანდელ დღეს წარსულში ვტოვებ. ხოლო, დღეს ხვალინდელ დღეს სამომავლოდ ვიმედოვნებ. საიდან გაიგო მელიამ ჩემს გეგმებზე არ ვიცი, მაგრამ ერთმანეთისას რომ ემთხვევა, ძალიან არ მომწონს...", - წერს ქართველიშვილი.