logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: მიშას მონა გირჩი ზურაბა და გირჩის მონა ლიაკა რომ გიორგი კალანდიაზე ხმის ამოღებას გაბედავენ, მართლაც დასაფიქრებლად გვქონია საქმე!
- +

8 დეკემბერი. 2023. 10:55

 

 

გირჩ ზურაბასა და გირჩის მონა ლიაკას დაუმღერებიათ და ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია მონად შეურაცხავთ.

 

არადა, ერთადერთი სიმართლე ისაა, რომ გიორგი კალანდია მართლაც მონაა და მონაა საკუთარი ღირსებისა და ამ ქვეყნის კულტურისა და ისტორიისა! 

 

„და საქართველოს ადგას უღელი!“

 

და ეს უღელი ადგას ბავშვობიდანვე, ჯერ კიდევ ავადსახსენებელი სამოქალაქო ომის წლებიდანვე, როცა ჯერ კიდევ ბავშვები (გნებავთ - ახალგაზრდები) მიტინგიდან მიტინგზე დავდიოდით და საქართველოს ახალ ისტორიას ვქმნიდით(!!!)...

 

/მის დღევანდელ საერო მოღვაწეობაზე (დიახ, - მოღვაწეობაზე!), ხელოვნების სასახლის - კულტურის ისტორიის მუზეუმზე და მისი აღდგენა-განახლების საქმეში გიორგის წვლილზე შეგნებულად არაფერს ვწერ.../

 

დიახ, ტყვიების ზუზუნში გავატარეთ მთელი ცხოვრება და ეს მაშინ, როცა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოღალატე და გამყიდველი გიორგი ხოშტარია კანონიერი პრეზიდენტის დამხობის წარმატებით დაგვირგვინებისათვის  მისთვის განკუთვნილი ოცდაათი ვერცხლით რუსეთის „მგიმო“-ში სასწავლებლად უშვებდა საკუთარ ლიაკას.

 

და დღეს ეს ლიაკა მონას უწოდებს მართლაც დამაშვრალ კაცს საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის წინაშე!

 

მიშას მონა გირჩი ზურაბა და გირჩის მონა ლიაკა ხოშტარია რომ გიორგი კალანდიაზე ხმის ამოღებას გაბედავენ, მაშინ მართლაც დასაფიქრებლად გვქონია საქმე!

 

კეზერას ხაბეს ებარებოდეთ და ვანოს გიჟმაჟი მიხეილის მადლი გფარავდეთ, მონებო!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner